29 იანვარი 2012
2012 წლის 29 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით თურქეთის ქალაქ კუშადასში გაიმართა ღია
საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული
პროექტის "მარადიული დედაქალაქების კონცეფცია, ანტიკური კოსმოპოლიტური ქალაქებიდან
თანამედროვე მეგაპოლისებამდე" დასკვნითი შეხვედრა (პროექტის აკადემიური დირექტორი -
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ეკა ავალიანი,
თანადირექტორი - ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ბეინსი). რეგიონული სემინარის
პარალელურად, 30–31 იანვარს, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "წარსულის
ინტერპრეტაციის მეთოდოლოგია და მეთოდოლოგიური მიდგომები: რა აერთიანებს ისტორიას?".
კონფერენციაში მონაწილეობდნენ კულტურის კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომლები: ნინო ჩიქოვანი,
ქეთევან კაკიტელაშვილი, ივანე წერეთელი, ირაკლი ჩხაიძე. ფოტოები იხილეთ
გალერეაში.
|