ინსტიტუტის პროექტები
საერთაშორისო პროექტები
2008-2010 - CEU-HESP პროექტი "შედარებითი ისტორია"
2010 - ფრანკოფონური უნივერსიტეტების სააგენტოსა და ბუქარესტის უნივერსიტეტის პროექტი
"კულტურული ტრანსფორმაციები ტრანზიციის პერიოდში"
2009 - DAAD პროექტი "განათლების სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა
როლი კონფლიქტების თავიდან აცილებასა და მედიაციაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში"
2009 - გეორგ ეკერტის სახელმძღვანელოების საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის (ბრაუნშვაიგი,
გერმანია) "მეხსიერების ომები"? სასკოლო სახელმძღვანელოებისა და კონფლიქტების ურთიერთმიმართება
ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში პოსტსაბჭოთა პერიოდში"
2008 - საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციისა (პრაღა) და ვიშეგრადის საერთაშორისო
ფონდის პროექტი "დამოკიდებულება ისტორიისადმი აღმოსავლეთ ევროპაში – გამოცდილება სამხრეთ
კავკასიისათვის"
სხვა პროექტები
"ადამიანი, საზოგადოება, კულტურა"
1999 წლიდან ინსტიტუტის ბაზაზე მუშაობს ინტერდისციპლინური კოლოკვიუმი „ადამიანი,
საზოგადოება, კულტურა“. მასზე საკუთარი კვლევის შედეგებს მოხსენებების სახით წარმოადგენენ
როგორც ჩვენი უნივერსიტეტის, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა სპეციალობის
სტუდენტები, მათი თანამომხსენებლები კი არიან მეცნიერი ისტორიკოსები, ფსიქოლოგები,
ფილოლოგები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები, აღმოსავლეთმცოდნეები, პოლიტოლოგები და სხვ.
კოლოკვიუმზე განხილული იყო პრობლემები:
- იქნება თუ არა კავკასია ერთიანი?
- ცივილიზაციათა კონტაქტის პრობლემა და კავკასიის კულტურულ-ისტორიული განვითარების საკითხები;
- დასავლეთში ინტეგრაცია - ამოცანა თუ არსებული დაკანონება?
- ტრადიციული და ინოვაციური კულტურები და ქართული კულტურა;
- ინტერესთა ჯგუფები საქართველოში;
- ბახტინისეული კარნავალი და მისი პოსტმოდერნეული ინტერპრეტაცია;
- კულტურის ფენომენი და თეატრალური გაბზარულობა;
- დასავლური კულტურის საფუძვლები, როგორც მისი უნივერსალურობის მიზეზი;
- კონტრკულტურა: ლაშა-გიორგისა და მისი ჯგუფის პროტესტის შინაარსი;
- ცივილიზაციათა შეჯახება თუ ცივილიზაციათა დიალოგი?
- დროის აღქმა XI საუკუნის ქართულ საისტორიო წყაროებში;
- კულტურული ფაქტორების როლი ადამიანის თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრიის რეორგანიზაციაში;
- სამყაროს სურათის მოდელი საქართველოს მთის სინამდვილეში;
- რელიგიის ფაქტორი კავკასიის კონფლიქტებში (1990-იანი წლები);
- ახალი საარქივო მასალები აფხაზეთზე (XXს. 20-50-იანი წლები);
- კულტურული შოკი: მისი წარმოქმნა და აცილების ხერხები (ბრიტანული და ქართული სუფრის მაგალითზე);
- რელიგიური და კულტურული იდენტობის საკითხები კავკასიის ხალხებში (ინგლისურად);
- დროზე ზემოქმედების ფორმები შუა საუკუნეების ქართული საისტორიო ტექსტების მიხედვით;
- წარსულის გააზრების როლი კონფლიქტური იდენტობების ფორმირებაში (ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მაგალითი);
- ნაციონალიზმის ფაქტორი კავკასიის თანამედროვე კონფლიქტებში (ინგისურად);
- მიმდინარე და ლატენტური კონფლიქტები კავკასიის რეგიონში;
- კულტურული პროცესების მართვა V-XI საუკუნეების ქართული აგიოგრაფიული ტექსტების მიხედვით;
- კულტური ისტორიის კვლევისა და სწავლების პრობლემა;
- სახელდების ასაკობრივი და სქესობრივი თავისებურებანი ქართულ პოპულაციაში;
- სუბკულტურიდან კონტრკულტურამდე - ორგანიზებული დანაშაული თანამედროვე საქართველოში;
- საბჭოთა სისტემის კულტუროლოგიური ინტერპრეტაცია: კვაზიკულტურა;
- კონფლიქტური იდენტობის ფაქტორი ეთნიკურ კონფლიქტებსა და მათი მოგვარების პროცესში: ზოგადი მიმოხილვა (აფხაზეთის მაგალითი);
- მამათა და შვილთა დაპირისპირება საქართველოს კულტურული ორიენტაციის ჭრილში (XIX საუკუნის 60-70-იანი წლები);
კოლოკვიუმის სტუმრები სხვადასხვა დროს იყვნენ პროფესორები მალხაზ მაყაშვილი, ნინო ფირცხალავა, კონსტანტინე ჭიჭინაზე, კახა კაციტაძე, თამაზ ვასაძე, გიორგი ნიჟარაძე, ქეთევან ხუციშვილი, მალხაზ მაცაბერიძე, ბეჟან ჯავახია, ნოდარ ლადარია, სულხან ცაგარელი, მამუკა ბერიაშვილი, ჯონი კვიციანი, ტარიელ სიხარულიძე.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია, პოლიტიკა"
2011 წლის 16 ივნისი
კონფერენციის პროგრამა
- ქვარა გულედანი, მაგისტრატურა, კულტურის მეცნიერებები.
მოხსენების თემა: “სტერეოტიპიზაციის პროცესი იდენტობის ფორმირების ფონზე მე-20 საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში” - მაგდა კიკალიშვილი, ბაკალავრიატი, ისტორია.
მოხსენების თემა: “ებრაული კაბალა” - ნინო ჩხუტიაშვილი, მაგისტრატურა, კულტურის მეცნიერებები.
მოხსენების თემა: “ზეპირი ისტორიები (კოლექტივიზაციის პროცესი საქართველოში)” - გურამ ლეგაშვილი, ბაკალავრიატი, ისტორია.
მოხსენების თემა: “ორი მახვილი” - ნიკოლოზ გოგოლაური, ბაკალავრიატი, ისტორია.
მოხსენების თემა: “მანასკერტის ბრძოლა” - გიორგი ბუბაშვილი, ბაკალავრიატი, ისტორია.
მოხსენების თემა: “სფინქსის სიმბოლური მნიშვნელობა და თანამედროვე მოსაზრებები მისი წარმომავლობის შესახებ” - ლაშა სახოკია, ბაკალავრიატი, ისტორია.
მოხსენების თემა: “კონსტანტინოპოლის დაცემა” - თამთა სიხარულიძე, ბაკალავრიატი, საერთაშორისო ურთიერთობები.
მოხსენების თემა: “ინტერკულტურული დიალოგი - პრევენციული დიპლომატიის ინსტრუმენტი” - ნათია ვასაძე, ბაკალავრიატი, ისტორია.
მოხსენების თემა: “შესაქმის მითები ძველ მახლობელ აღმოსავლეთში” - ლაშა კერესელიძე, ბაკალავრიატი, ისტორია.
მოხსენების თემა: “ეკლესია და მონარქია საქართველოში” - დავით ჯალალი, ბაკალავრიატი, ისტორია.
მოხსენების თემა: “ებრაული სიმბოლიკა ქართველი მეფეების მონეტებზე: ერთი სიმბოლოს წარმომავლობის საკითხისათვის”
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2011 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი